„ლევანიტა“ — სიყვარული, რომელიც ღვინოდ იქცა
ამბობენ, რომ საქართველოში, აბაშის რაიონ პატარა სოფელ მარანში , ღვინო პირველად ქალმა დაწურა — იმ წამს, როცა ყურძენი ღვინოდ გარდაიქმნა ქალი იქცა სიცოცხლის, სიბრძნისა და ტრადიციის სიმბოლოდ.
საუკუნეების შემდეგ, იმავე მიწაზე, ეს ისტორია კვლავ გრძელდება.
„ლევანიტა“ წარმოგიდგენთ როზეს, შექმნილს იმერული იშვიათი წითელყურძნიანი ჯიშის — მგალობლიშვილისგან. ეს ქართული ვაზი გამოირჩევა თავისი ხასიათით, სიფაქიზითა და ბუნებრივი სიხალისით, რაც განსაკუთრებით სრულად იხსნება როზეს სტილში.
მგალობლიშვილის ჯიშის ღვინო ხასიათდება ნათელი ლალისფერი ტონებით, ცოცხალი მჟავიანობითა და ჰარმონიული სტრუქტურით — გამოხატავს როგორც ჯიშის ავთენტურობას, ისე თანამედროვე ინტერპრეტაციას.
თითოეულ წვეთში იგრძნობა ქართული მიწის სითბო და ვაზის სული - ამბავი, რომელიც თაობებს შორის მიედინება.
თითოეული ბოთლი ინახავს არა მხოლოდ ღვინოს, არამედ მოგონებებს, შეგრძნებებს და იმ სინათლეს, რომელიც ნიტას სახელთან ერთად ცოცხლობს.
ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს შორის გადადის — დაურღვეველი კავშირი წარსულსა და მომავალს შორის.
Initiate Your Tailored Vineyard Experience
Submit an inquiry to collaborate on a private tasting, corporate retreat, or specialized tour; a representative will respond promptly to discuss solutions aligned with your objectives.