სოფელი მარანი - ადგილი, სადაც ქალმა პირველად დაწურა ღვინო
საქართველო ცნობილია როგორც ღვინის წარმოშობის ადგილი. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე ღვინის წარმოება დაახლოებით 8000 წლის წინ დაიწყო. ეს ფაქტი მეღვინეობის ისტორიაში ქვეყანას განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
ქართული ღვინის კულტურა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. ის ქართული იდენტობის, სტუმართმოყვარეობისა და ტრადიციების მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს თითოეულ კუთხეს საკუთარი ღვინის დაყენების ტრადიცია, საიდუმლო და თქმულება აქვს. სწორედ ეს ხდის ქართულ კულტურას მდიდარს და საინტერესოს.
მსურს მოგითხროთ ამბავი სადაც ქართული ღვინის ისტორიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ლეგენდის მიხედვით, საქართველოში პირველად ქალმა ღვინო სამეგრელოში კერძოდ კი აბაშაში დაწურა. ქალის ხელით შექმნილმა ღვინომ მარადიული კვალი დატოვა – ამიტომაც სოფელს „მარანი“ დაარქვეს.
მარანი — პატარა სოფელია, რომელსაც დიდი ისტორია და კიდევ უფრო დიდი ლეგენდა აქვს. ეს ისტორია გვახსენებს, რომ მეღვინეობა საქართველოში არა მხოლოდ მამაკაცთა საქმე გახლდათ. აქ ქალების ხელით, უდიდესი სიყვარულითა და. შრომისმოყვარეობით იბადებოდა ღვინო
დღესაც, სოფელი მარანი რჩება უნიკალურ ადგილად, სადაც ტრადიცია და ლეგენდა ერთიანდება. აქ ვენახები კვლავ სიცოცხლით სავსეა, სადაც ახალი თაობა აგრძელებს ღვინის შექმნის ხელოვნებას.
დღეს სოფელი კვლავ სუნთქავს იმავე ენერგიით. აქ ღვინო აღარ არის მხოლოდ სასმელი — ის არის ოჯახის ძალა, ქალისა და კაცის თანაბარი შრომა და სულიერი სიმდიდრე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ლეგენდა - “ ქალი და ღვინო” ცოცხალი მემკვიდრეობაა, ყველა ქართველს გვახსენებს, რომ ღვინის სული სწორედ სიყვარულშია.